ფეთჰულაჰ გიულენი Politico-ში სტატიას აქვეყნებს

ფეთჰულაჰ გიულენი Politico-ში სტატიას აქვეყნებს

ფეთჰულაჰ გიულენი ამერიკულ გამოცემა Politico-ში სტატიას აქვეყნებს.

″ეს დაჯგუფება, რასაც არ უნდა უწოდებდეს თავის თავს, სწორედ თავადაა ის ანომალიური წარმონაქმნი, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის რელიგიას იყენებს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მან თავის სახელწოდებას სიტყვა „ისლამი“ დაამატა, რითიც ისლამის დიდებული სახე შებღალა″,-აღნიშნავს გიულენი და დასძენს, რომ ყველა ის, ვინც უდანაშაულო მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება საკუთარ თავს რაც არუნდა ის უწოდოს, მას მხოლოდ ″ადამიანობის მიღმა დარჩენილი დანაშაულებრივი დაჯგუფება″ შეიძლება ვუწოდოთ. ლონდონსა და მანჩესტერში რელიგიის სახელით განხორციელებული თავდასხმების მსგავსი ტერაქტები რომ აღარ განმეორდეს, ამისათვის საჭიროა ტერორიზმის წინააღმდეგ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. ეს არის როგორც ადამიანური, ასევე რელიგიური მოვალეობაა.

Politico-ში გამოქვეყნებული სტატიის სრული ვერსია ასეთია:

იმისათვის, რომ მუსლიმანი ახალგაზრდები ტერორისტების ბადეში არ გაეხვნენ, საჭიროა რადიკალურ იდეოლოგიათა წინააღმდეგ მათი რეზისტენტულობის გაძლიერება.

ლონდონსა და მანჩესტერში ბოლოს მომხდარ სისხლიან ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა აიღო დაფგუფებამ, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს ISİS-ს უწოდებს. აქამდეც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის მომსპობი და ტერორისტული აქტების ჩამდენებმა საკუთარ თავს რასაც უნდა იმას უწოდებდეს მათი ერთადერთი სახელი, რასაც ისინი სინამდვილეში იმსახურებენ, არის ადამიანობის მიღმა დარჩენილი დანაშაულებრივი დაჯგუფება.

მსოფლიოს მუსლიმანებმა მომავალში შესაძლო თავდასხმების თავიდან ასაცილებლად არამარტო ხელი უნდა შეუწყონ უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ შეეცადონ, რომ ამ ბოროტებასა და უბედურებას სასიცოცხლო ძარღვები მოუკვეთონ. ერაყში ალ-ქაიდას ნაშთებისგან წარმოშობილი ამ დაჯგუფების მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა დასაწყისშივე აჩვენა თავისი სასტიკი სახე და ყოველივე ამან სისტემატური ხასიათი მიიღო. ეს დაჯგუფება, რასაც არ უნდა უწოდებდეს თავის თავს, სწორედ თავადაა ის ანომალიური წარმონაქმნი, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის რელიგიას იყენებს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მან თავის სახელწოდებას სიტყვა „ისლამი“ დაამატა, რითიც ისლამის დიდებული სახე შებღალა. თავიანთი ჩაცმულობით, სიმბოლიკითა და სლოგანებით ისინი მაინც ვერ დამალავენ იმ ბოროტებას, რასაც ისლამის სახელით სჩადიან.

სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროპაგანდის წარმოების მეშვეობით ეს დაჯგუფება ცდილობს ახალგაზრდა მუსლიმების გულების მოგებას მათი რადიკალიზაციით. ისინი აგრეთვე ცდილობენ მსოფლიო მასშტაბით მუსულმანთა მხარდაჭერის მოპოვებასაც. თუმცა, საკითხი იმდენად მრავალმხრივია, რომ სამხედრო ძალის მეშვეობით მისი გადაჭრა შეუძლებელი ხდება.

ISİS-თან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებიდან განდევნილ ან რადიკალური განწყობის მქონე ახალგაზრდებზე იოლად ახდენენ გავლენას “ისლამურ სახელმწიფო“ და მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც ამ დაჩაგრულ ახალგაზრდათა ცნობიერებაში აღვიძებენ თვითიდენტიფიკაციის გრძნობებსა და სხვა შინაარსის ემოციური დაპირებებით მათ აქცევენ ტოტალიტარული იდეოლოგიის ერთგულ დარაჯებად. პრობლემის გადაჭრა, რომელსაც გააჩნია რელიგიური, პოლიტიკური და ფსიქო-სოციალური ასპექტები, მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას. ამასთანავე, დისკრიმინაციისა და სოციალური გარიყვის პრობლემების სახელმწიფოების დონეზე განხილვის გარეშე მათი მოგვარება წარმოუდგენელია. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეფექტური ზომები უნდა მიიღონ სირიის მსგავსი რეჟიმების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს აწამებენ და მათ უფლებებს უხეშად აღვევენ. დასავლეთის ქვეყნებმა უფრო მორალური და ეფექტური საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოონ ამ კუთხით. მუსულმანებმა შეიძლება მიიღონ და უნდა მიიღონ კიდეც მონაწილეობა ტერორიზმის წინააღმდეგ ასეთი ტიპის ფართომასშტაბიან ბრძოლაში. ამასთანავე, ამ საქმეში მათ განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრებათ.

დღეს, როგორც მუსულმანების, ძალადობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობაა ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების რადიკალურ იდეოლოგიათა წინააღმდეგ რეზისტენტულობის გაძლიერება. ოდესმე გვიკითხავს თუ არა საკუთარი თავისთვის - როდიდან იქცა ჩვენი საცხოვრებელი, ჩვენი საარსებო გარემო ტერორისტებისთვის ხელმისაწვდომ ადგილად თავიანთი ქსელების შექმნისა და წევრთა რეკრუტირების კუთხით? ამ პრობლემის გადაწყვეტა რა თქმა უნდა რიგ გარეშე ფაქტორებზეა დამოკიდებული. მიუხედევად ამისა ჩვენ, როგორც მუსულმანები ამ საქმეს უნდა შევუდგეთ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის კითხვების დასმითა და ანალიზით რადგანაც, საკუთარი თავის გაანალიზება და საკუთარ თავთან ანგარიშვალდებულება უპირველეს ყოვლისა სარწმუნოებრივი მოვალეობაა. ასევე მიმაჩნია, რომ ამ საქმეში დადებითი როლი შეუძლიათ ითამაშონ მშობლებმა, მასწავლებლებმა, სასულიერო პირებმა და ინტელექტუალებმა.

პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ იდეოლოგიურ ბრძოლაში უნდა დავამარცხოთ ის იდეა, რომელიც საკუთარი მიზნების მიღწევაში ძალადობას მისაღებ საშუალებად თვლის. ძალადობის მომხრე დაჯგუფებების მიერ დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა/ტაქტიკაა ღმერთისა და წმინდა მუჰამედის დებულებებათა/სიტყვათა გადაკეთება/დამახინჯება და თავიანთ მიზნებზე მორგება და შესაბამისი ინტერპრეტაცია. ამ დაჯგუფებების მხარდამჭერი იდეოლოგები წმინდა მუჰამედის ან მისი მიმდევრების ცხოვრებიდან ერთ-ერთი პასაჟს იღებენ და წინასწარ დაგეგმილ ქმედებათა გამართლების მიზნით იყენებენ.

მიმაჩნია, რომ ამგვარი ტაქტიკის წინააღმდეგ რელიგიური ტრადიციები განხილულ უნდა იქნას მთლიანობაში, შემუშავდეს ისეთი საგანმანათლებლო სისტემა, რომლის ფარგლებშიც ყველა ამბავი თუ გადმოცემა უნდა ასწავლონ მოვლენათა მთლიანობაში და თავდაპირველი მნიშვნელობების გათვალისწინებით.

აუცილებელია, ჩვენს ახალგაზრდებს ვასწავლოთ ის, თუ რა პრინციპები გაათავისებინა მუჰამედ მოციქულმა საკუთარ საზოგადოებას, როგორ შეიტანა მასში მონოთეისტური, წიგნიერი რელიგიების მიერ გაზიარებული ღირებულებები და ამით ისინი (საზოგადოება) გამოიყვანა ბარბაროსული მდგომარეობიდან. ახალგაზრდებმა უნდა შეიმეცნონ ყურანისა და მისი მოციქულის (მუჰამედი) ცხოვრებისეული ფილოსოფია რათა დაუპირისპირდნენ მცდარ სწავლებებსა და რადიკალურ დისკურსებს. მუსულმანურ სახელმწიფოთა ხელისუფლებებმა კი ხელი უნდა შეუწყონ რელიგიური თავისუფლებების დაცვას.

ზემოთაღნიშნული ჰოლისტიკური განათლების პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულებაა ის, რომ ყოველი ადამიანი წარმოადგენს ღმერთის მიერ შექმნილ განუმეორებელ ქმნილება. ყურანის მრავალ აიეთში მოცემულია, რომ უზენაესი სრულიად კაცობრიობას განიხილავს როგორც ერთ მთლიანს, განურჩევლად სარწმუნოებისა. “ჭეშმარიტად, ჩვენ წყალობა გავიღეთ მთელს კაცობრიობაზე“ (სურა17, აიეთი 70) - ნათელია, რომ უზენაესმა ამით მოიცვა სრულიად კაცობრიობა. ყურანში ნათქვამია, რომ ის, ვინც სიცოცხლეს მოუსწრაფავს სხვა უდანაშაულო ადამიანს, ჩაითვლება მთელი კაცობრიობის მკვლელად (სურა 5, აიეთი 32). წმინდა მუჰამმედი მკაცრად კრძალავს უიარაღო ადამიანების მიმართ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას (ომების ჩათვლით), განსაკუთრებით კი ქალების, ბავშვების და სასულიერო პირების მიმართ. პირადად მე ვიზიარებ ისტორიკოს აბდურაჰმან აზზამ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოციქული მხოლოდ თავდაცვის მიზნით ერთვებოდა ომებში. იმაზე დაჯერება, რომ სხვა ადამიანების მოკვლით შესაძლებელია სამოთხეში შესვლა, არის საშინელი ტყუილი.

ძალადობის მომხრე რადიკალური დაჯგუფებების კიდევ ერთი ცდომილებაა პოლიტიკური მიზნებისთვის რწმენის გამოყენება და 21-ე საუკუნეში შუა საუკუნეების რელიგიური დებულებების უცვლელი ფორმით გადმოტანა და მათი გავრცელების მცდელობა. დღესდღეობით მუსულმანები თავისუფლად ცხოვრობენ დემოკრატიულ, სეკულარული წყობის სახელმწიფოებში. ისლამის ძირითადი პრინციპები: სოციალური თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გადაწყვეტილების მიღების კოლექტიურობის პრინციპი და თანასწორობა სრულ თანხვედრაშია მმართველობის წარმომადგენლობით ფორმებთან. მუსულმანებს შეუძლიათ და შეაქვთ კიდევაც წვლილი დემოკრატიული სახელმწიფოების საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სამომავლო პერსპექტივაში აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდობის სასიცოცხლო ენერგიისა და სოციალურ მოთხოვნათა პოზიტიურ კალაპოტებში მიმართვა. ახალგაზრდების ჩართვა შესაძლებელია საომარი მოქმედებების ან/და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულთა დახმარების აქტივობებში. ყოველივე ამის შედეგად ამ ტიპის აქტივობათა მონაწილეები ყოფას შეუმსუბუქებენ დაზარალებულებს და თავადაც განიცდიან კმაყოფილების გრძნობას ღირებულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების გამო. სხვა რელიგიათა მიმდევრებთან დიალოგის წარმოება ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის ზრდას. მუდმივად წარმოებული დიალოგის მეშვეობით ახალგაზრდობა თავს იგრძნობს არა მარტო თავიანთი საზოგადოებისა და კულტურის სრულუფლებიან წევრებად, არამედ სრულიად კაცობრიობის განუყოფელ ნაწილადაც. ამგვარად, ამ ტიპის ღონისძიებები დაეხმარება ახალგაზრდებს სწორი გზით განვითარებაში და პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.

1970-იანი წლებიდან მოყოლებული მეც გახლავართ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წევრი, რომელმაც 150-ზე მეტ ქვეყანაში დააარსა 1000-ზე მეტი თანამედროვე ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულება,უფასო სასწავლო ცენტრები, საავადმყოფო და საქველმოქმედო ფონდი. აღნიშნულ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები ჩართულნი არიან საზოგადოებრივ-საქველმოქმედო საქმიანობებში და ყველანაირად ეხმარებიან ახალგაზრდებს ცხოვრებისეულ გზაზე წარმატების მიღწევაში. ჩვენი მოძრაობის მიერ განხორციელებული დიდი თუ მცირე პროექტის შედეგად არცერთი ახალგაზრდა არ მოქცეულა რადიკალური იდეოლოგიების გავლენის ქვეშ. შეუძლებელია რადიკალური იდეები წარმოიშვას ისეთ გარემოში, სადაც სწავლა რამოდენიმე ენაზე ხორციელდება, ეწყობა კულტურულ-სოციალური ღონისძიებები და სუფევს ზოგადად ტოლერანტული გარემო. ახალგაზრდების რადიკალური იდეოლოგიებიდან დაცვის საუკეთესო საშუალებად მიგვაჩნია სწორედ ზემოთაღნიშნული გარემოს შექმნა.

ჩვენ, მუსულმანები, ლოცვისას შევთხოვთ უზენაესს ″სწორ გზაზე დაგვაყენე და დაგვიცავი, რათა არ გადავუხვიოთ ჭეშმარიტების გზას!″. მტკიცედ მწამს, რომ როგოც მუსულმანებმა, ჩვენ საკუთარ თავებს უნდა დავუსვათ კითხვა, რამდენად სწორად გავიგეთ ჩვენი რწმენის ძირითადი დებულებები, რამდენად სწორად ვახორციელებთ უზენაეს მოვალეობას და ვიცავთ ჩვენს მომავალს ყალბი ღირებულებებისგან.

მსოფლიო მასშტაბით ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს როგორც ადამიანურ, ასევე რწმენისეულ მოვალეობას.

ფეთჰულაჰ გიულენი

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.